RTP

რეგისტრირებული ტესტირების პული (RTP) , იგივე ტესტირებისთვის რეგისტრირებულ სპორტსმენთა ჯგუფი - არის ელიტური სპორტსმენების შერჩეული ჯგუფი, რომლებიც ექვემდებარებიან რეგულარულ ტესტირებას და ვალდებულნი არიან, მიაწოდონ ინფორმაცია თავიანთი ადგილსამყოფლის შესახებ, რათა შესაძლებელი იყოს მათი მოძებნა წინასწარი შეტყობინების გარეშე ტესტირების ჩასატარებლად.

RTP-ში შეყვანილი სპორტსმენებისთვის მოქმედებს ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციის წარდგენის მკაცრი მოთხოვნები, რომელთა შეუსრულებლობას შესაბამისი შედეგები და სანქციები მოჰყვება.

სპორტსმენს RTP-ში შეიყვანს მისი საერთაშორისო ფედერაცია (IF) ან/და ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია (NADO), WADA-ს ტესტირებისა და გამოძიების საერთაშორისო სტანდარტით (ISTI) განსაზღვრული სხვადასხვა კრიტერიუმის საფუძველზე.

რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს RTP-ში შეყვანილი სპორტსმენის მიერ მოთხოვნების შეუსრულებლობას?

RTP-ში შეყვანილ სპორტსმენს შეიძლება დაუფიქსირდეს ადგილსამყოფლის მოთხოვნებთან დაკავშირებული დარღვევა (Whereabouts Failure), კერძოდ:

  • ინფორმაციის წარდგენის დარღვევა (Filing Failure) — როდესაც სპორტსმენი ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციას წარადგენს დაგვიანებით, არაზუსტად ან არასრულად.

  • გამოტოვებული ტესტი (Missed Test) — როდესაც სპორტსმენი ადგილსამყოფლის ინფორმაციაში მითითებულ ადგილზე, მის მიერ განსაზღვრულ 60-წუთიან მონაკვეთში, ტესტირებისთვის ხელმისაწვდომი არ არის.

მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსის 2.4 მუხლის თანახმად, ანტიდოპინგური წესის დარღვევა დგინდება, თუ ანტიდოპინგურმა ორგანიზაციამ (ADO) ან/და ტესტირების საერთაშორისო სააგენტომ (ITA) სპორტსმენს 12-თვიან პერიოდში დაუფიქსირა გამოტოვებული ტესტისა და/ან ინფორმაციის წარდგენის დარღვევის ნებისმიერი კომბინაცია, ჯამში სამჯერ.

კოდექსის 2.4 მუხლით გათვალისწინებული დარღვევის შემთხვევაში სანქცია შეიძლება მოიცავდეს სპორტულ საქმიანობაში მონაწილეობის აკრძალვას ორ წლამდე ვადით და მიღებული შედეგების დისკვალიფიკაციას.

მნიშვნელოვანია RTP-ის სპორტსმენებისთვის: ტესტირება არ შემოიფარგლება მხოლოდ თქვენ მიერ მითითებული 60-წუთიანი მონაკვეთით.

მნიშვნელოვანია ყველა სპორტსმენისთვის: სპორტსმენი შეიძლება შემოწმდეს ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას.