← ყველა სიახლე
2026-08-22

ახალი ანტიდოპინგური კოდექსი, ახალი სტანდარტები — ცვლილებები ძალაში 2027 წლის 1 იანვრიდან შევა

ახალი ანტიდოპინგური კოდექსი, ახალი სტანდარტები — ცვლილებები ძალაში 2027 წლის 1 იანვრიდან შევა

მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ (WADA) გამოაქვეყნა 2027 წლის მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსისა და საერთაშორისო სტანდარტების საბოლოო ინგლისურენოვანი ვერსიები, რომლებიც ძალაში შევა 2027 წლის 1 იანვრიდან და მსოფლიოს მასშტაბით გახდება ახალი ანტიდოპინგური სისტემის სამართლებრივი და პროცედურული საფუძველი.

ახალ რედაქციაზე შეუფერხებლად გადასვლის ხელშეწყობის მიზნით, WADA-მ ასევე მოამზადა განმარტებითი მასალები, პრეზენტაციები, წინასწარ ჩაწერილი ვებინარები და ვიდეოგაკვეთილები. აღნიშნული რესურსები დაინტერესებულ პირებს დაეხმარება 2027 წლის კოდექსსა და საერთაშორისო სტანდარტებში შეტანილი ძირითადი ცვლილებების გაცნობასა და შესაბამისი ვალდებულებების შესრულებისთვის მომზადებაში.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სპორტსმენებმა, სპორტულმა ფედერაციებმა, სპორტსმენთა დამხმარე პერსონალმა და ანტიდოპინგურ საქმიანობაში ჩართულმა სპეციალისტებმა წინასწარ გაეცნონ ახალ მოთხოვნებს.

შესაბამისი რესურსები

🔹 2027 წლის მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსი და საერთაშორისო სტანდარტები

🔹 2027 წლის მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსი — ჩამოტვირთვის გვერდი

🔹 2027 წლის კოდექსისა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის სახელმძღვანელო

🔹 განმარტებითი პრეზენტაციები, ვებინარები და ვიდეოგაკვეთილები — Code Implementation Support Program

საქართველოს ანტიდოპინგური კონტროლისა და განათლების სააგენტო — GADCEA ეტაპობრივად გაავრცელებს ინფორმაციას 2027 წლის კოდექსითა და საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული ძირითადი ცვლილებების შესახებ.