სპორტსმენები

დოკუმენტები

ახალგაზრდა სპორტსმენების გზამკვლევი სუფთა სპორტისთვის

საქართველოს ანტიდოპინგური კონტროლისა და განათლების სააგენტომ (GADCEA) ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის მოამზადა სუფთა სპორტის გზამკვლევი — პრაქტიკული საგანმანათლებლო რესურსი, რომელიც მათ ანტიდოპინგური წესების გაცნობასა და გააზრებული გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება.

გზამკვლევში მარტივი და გასაგები ენით არის წარმოდგენილი:

  • სპორტსმენის უფლებები და ვალდებულებები;

  • ანტიდოპინგური წესების 11 დარღვევა;

  • მკაცრი პასუხისმგებლობის პრინციპი;

  • მედიკამენტების უსაფრთხოდ გამოყენება და TUE-ის მიღების პროცედურა;

  • საკვებ დანამატებთან დაკავშირებული რისკები;

  • დოპინგ-კონტროლის ეტაპები;

  • სპორტსმენის უფლებები და ვალდებულებები ტესტირების დროს;

  • სოციალური ზეწოლისა და არასანდო ინფორმაციისგან თავის დაცვის გზები;

  • შეჯიბრებაზე ან უცხოეთში გამგზავრებამდე გასათვალისწინებელი საკითხები.

ახალგაზრდა სპორტსმენმა უნდა იცოდეს, რომ თავად არის პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც მის ორგანიზმში ხვდება. ამიტომ ნებისმიერი მედიკამენტის ან საკვები დანამატის მიღებამდე აუცილებელია მისი შემადგენლობისა და სტატუსის გადამოწმება სანდო, ოფიციალური წყაროების გამოყენებით.

გზამკვლევი მომზადებულია 2027 წლის მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსის გათვალისწინებით, რომელიც ძალაში 2027 წლის 1 იანვრიდან შედის.

იცოდე წესები • დაიცავი შენი ჯანმრთელობა • მიიღე გააზრებული გადაწყვეტილებები

ივარჯიშე პატიოსნად • იასპარეზე სამართლიანად • დაიცავი შენი შრომა