კანონმდებლობა

დოკუმენტები

საქართველოს ანტიდოპინგური კონტროლისა და განათლების სააგენტო (GADCEA) საქმიანობას ახორციელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსისა (World Anti-Doping Code) და მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

კანონმდებლობით განსაზღვრული მანდატის ფარგლებში, GADCEA პასუხისმგებელია ეროვნული ანტიდოპინგური პროგრამის შემუშავებაზე, კოორდინაციაზე, მონიტორინგსა და განხორციელებაზე, აგრეთვე თავისი იურისდიქციის ფარგლებში ანტიდოპინგური წესების შესაძლო დარღვევების მართვასა და განხილვაზე.

GADCEA წარმოადგენს ორგანოს, რომელიც პასუხისმგებელია დოპინგ-კონტროლის პროცესის ყველა ეტაპის დაგეგმვასა და განხორციელებაზე. სააგენტოს უფლებამოსილებები ასევე მოიცავს ანტიდოპინგური წესების სავარაუდო დარღვევების გამოძიებას, მათ შორის სპორტსმენთა დამხმარე პერსონალისა და სხვა პირების შესაძლო მონაწილეობის შესწავლას თითოეულ კონკრეტულ საქმეში, შედეგების მართვის პროცესის წარმართვასა და დაკისრებული სანქციების აღსრულების მონიტორინგს.

გარდა ამისა, სააგენტო პასუხისმგებელია ანტიდოპინგური განათლების პროგრამების დაგეგმვაზე, განვითარებასა და განხორციელებაზე, აგრეთვე სუფთა სპორტის ღირებულებების პოპულარიზაციაზე მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს განათლების საერთაშორისო სტანდარტის (International Standard for Education) მოთხოვნების შესაბამისად.